Posts

მეცხრე დღე

      დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობაც და პორტფოლიოს შექმნაც. ავტვირთეთ ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია, მივიღეთ კოლეგების უკუკავშირი. პროექტის შესწავლისას გამოყენებული აქტივობები შეგვიძლია გამოვიყენოთ გაკვეთილის პროცესშიც, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს   XXI-სკ-ის უნარჩვევების განვითარებას.       ტრენინგის თითოეული დღე საინტერესო იყო, ამისათვის მადლობა ბატონ დიმიტრის.       

მერვე დღე

    დღეს განვიხილეთ მოდული 7. საიდანაც ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ფასილიტაცია პროექტში. შევაფასეთ პროექტის ეტაპები და დავალეგეთ ღირებულებების მიხედვით. გამოვიყენეთ საიტი "საინტერესო ფაქტებიდა მოვლენები წარსულიდან" და მისიგამოყენებით ჩვენი პროექტისთვის შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, რომელიც დაგვეხმარება პროექტის უკეთ წარმართვისთვის.     ვისწავლეთ, როგორ შევამოწმოთ რამდენად სანდოა გამოყენებული საიტი და კიდევ სხვა მრავალი რამ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით.     ამ დღემაც საინტერესოდ ჩაიარა.   .

მეშვიდე დღე

     დღეს ვიმსჯელეთ მოსწავლის სავარაუდო პროექტის ნიმუშის შეფასების რუბრიკებზე რაც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო  პროექტი და შეფასების სტრატეგიები.      განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. ამ კითხვებიდან მე ვიყენებ და ჩემი პროექტისთვისაც გამოვიყენებ შემდეგ კითხვებს:     * ჩემი მოსწავლეებისთვის ვამზადებ მასალას სირთულის დონეების მიხედვით.     * ჩემს მოსწავლეებს ვთავაზობ სხვადასხვა აუდიო მასალას. მაგ. პრეზენტაციისთვის გამოიყენებენ PoverPoint-ს, მოსწავლეთა კომუნიკაციისთვის edmodo.com-ს. და სხვა.     * მოსწავლეებს ჯგუფებად ვყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით. 

მეექვსე დღე

    ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებასა და შეფასების სტრატეგიების განსაზღვრაზე. რა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ პროექტზე მუშაობის დროს, გავეცანით სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს

მეხუთე დღე

დავამთავრეთ პორტფოლიოზე მუშაობა და ავტვირთეთ ბლოგზე. ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოსთვის კოდის მინიჭებაზე, და გამოქვეყნებაზე. გავეცანით უკუკავშირის სახეებს , გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს. ვიმუშავეთ Google-ს საძიებო სისტემის  გამოყენებაზე.

მეოთხე დღე

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.დავიწყეთ მუშაობა პროექტის პორტფოლიოს შექმნაზე, აგრეთვე პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის

მესამე დღე

      მესამე დღეს ვისწავლე ncp.ge ვებ. პორტალზე შესვლა და იქ ეროვნული სასწავლო გეგმები, კლასების მიხედვით. საგნობრივი სტანდარტი უნდა იყოს მიზანთან შესაბამისი და უნდა შეიძლებოდეს მისი შეფასება.       აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს 21 საუკუნის უნარები. ვისწავლეთ აგრეთვე  პროექტის მიზნებიდან ერთი ძირითდი მიზნის გამოკვეთა       ელექტრონული წიგნის რესურსებში ვისწავლეთ პროექტისათვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შერჩევა.ესენია ზოგადი კითხვები,თემატური და შინაარსობრივი.. კითხვები შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის.