განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.დავიწყეთ მუშაობა პროექტის პორტფოლიოს შექმნაზე, აგრეთვე პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის
დღეს განვიხილეთ მოდული 7. საიდანაც ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ფასილიტაცია პროექტში. შევაფასეთ პროექტის ეტაპები და დავალეგეთ ღირებულებების მიხედვით. გამოვიყენეთ საიტი "საინტერესო ფაქტებიდა მოვლენები წარსულიდან" და მისიგამოყენებით ჩვენი პროექტისთვის შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, რომელიც დაგვეხმარება პროექტის უკეთ წარმართვისთვის. ვისწავლეთ, როგორ შევამოწმოთ რამდენად სანდოა გამოყენებული საიტი და კიდევ სხვა მრავალი რამ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ დღემაც საინტერესოდ ჩაიარა. .
დღეს ვიმსჯელეთ მოსწავლის სავარაუდო პროექტის ნიმუშის შეფასების რუბრიკებზე რაც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო პროექტი და შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. ამ კითხვებიდან მე ვიყენებ და ჩემი პროექტისთვისაც გამოვიყენებ შემდეგ კითხვებს: * ჩემი მოსწავლეებისთვის ვამზადებ მასალას სირთულის დონეების მიხედვით. * ჩემს მოსწავლეებს ვთავაზობ სხვადასხვა აუდიო მასალას. მაგ. პრეზენტაციისთვის გამოიყენებენ PoverPoint-ს, მოსწავლეთა კომუნიკაციისთვის edmodo.com-ს. და სხვა. * მოსწავლეებს ჯგუფებად ვყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით.
მეორე დღეს შევისწავლეთ ბუკლეტების შექმნა და მისი drive-ში შენახვა. ბლოგის შექმნა, წერილების შეტანა და გამოქვეყნება. ამ პროექტის არსი მდგომარეობს შემდეგში. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება. ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭიროა თითოეული ადამიანი იყოს აქტიური, მიზანდასახული, ინოვაციური..... ამისათვის სკოლაში უნდა ხდებოდეს ამ უნარების განვითარება,ეს პროექტი სწორედ აღნიშნული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მე შევარჩიე პროექტი რომელიც ხელს შეუწყობს კვლევა ძიების უნარის განვითარებას, ურთიერთ თანამშრომლობას,
Comments
Post a Comment