ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებასა და შეფასების სტრატეგიების განსაზღვრაზე. რა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ პროექტზე მუშაობის დროს, გავეცანით სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს
გავეცანი მოსწავლის პრეზენტაციას,საინტერესოდ არის წარმოდგენილი საკითხი თუმცა სა ჭირო და კარგი იქნებოდა მიმდინარე კითხვების ჩამოყალიბება-კერძოდ: ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.
დღეს განვიხილეთ მოდული 7. საიდანაც ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ფასილიტაცია პროექტში. შევაფასეთ პროექტის ეტაპები და დავალეგეთ ღირებულებების მიხედვით. გამოვიყენეთ საიტი "საინტერესო ფაქტებიდა მოვლენები წარსულიდან" და მისიგამოყენებით ჩვენი პროექტისთვის შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, რომელიც დაგვეხმარება პროექტის უკეთ წარმართვისთვის. ვისწავლეთ, როგორ შევამოწმოთ რამდენად სანდოა გამოყენებული საიტი და კიდევ სხვა მრავალი რამ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ დღემაც საინტერესოდ ჩაიარა. .
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.დავიწყეთ მუშაობა პროექტის პორტფოლიოს შექმნაზე, აგრეთვე პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის
დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობაც და პორტფოლიოს შექმნაც. ავტვირთეთ ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია, მივიღეთ კოლეგების უკუკავშირი. პროექტის შესწავლისას გამოყენებული აქტივობები შეგვიძლია გამოვიყენოთ გაკვეთილის პროცესშიც, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს XXI-სკ-ის უნარჩვევების განვითარებას. ტრენინგის თითოეული დღე საინტერესო იყო, ამისათვის მადლობა ბატონ დიმიტრის.
გავეცანი მოსწავლის პრეზენტაციას,საინტერესოდ არის წარმოდგენილი საკითხი თუმცა სა ჭირო და კარგი იქნებოდა მიმდინარე კითხვების ჩამოყალიბება-კერძოდ: ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.
ReplyDelete